რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში?

31 იანვარი 2021, 18:43 3108 ნახვა

ხვალიდან  ბათუმში, ფოთში,  ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და თბილისში იხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. კორონავირუსის შემთხვევების შემცირებული რაოდენობიდან გამომდინარე პირველი თებერვლიდან მხოლოდ აჭარაში ამუშავდება კვების ობიექტები, თუმცა სტუმრების მიღებას კაფე რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ. რაც შეეხება სხვა სერვისებს. ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. 

მათ შორის პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.  ხვალიდან საქართველოში აღდგება რეგულარული ფრენებიც. კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა პენიტენციურ დაწესებულებას უკავშირდება, ხვალიდან აქ ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლებენ.

შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება, არ იხსნება ღია და დახურული ბაზრობები, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.მუშაობას ვერ განაახლებენ სარიტუალო დარბაზები, არ გაიხსნება საბავშვო ბაღები და არ განაახლებენ შენობაში სწავლების პროცესს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში