პირველ რიგში აიცრებიან რეანიმატოლოგები, ემერჯენსისა და სასწრაფო დახმარების ექიმები - ჯანდაცვის მინისტრი

03 თებერვალი 2021, 14:51 839 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე აიცრებიან რეანიმატოლოგები, ემერჯენსისა და სასწრაფო დახმარების ექიმები. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.  

''ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს კომუნიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ დამატებითი მოცულობის ვაქცინა შემოვიდეს.  დარწმუნებული ვარ, პროცესი იქნება უწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით გავიაროთ ეს ფაზა, რომელიც უკვე დაწყებულია. ''ასტრა ზენეკას'' ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დეტალური მოალაპრაკება და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც კოვაქს პლატფორმიდან შემოვა. 

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვახდინოთ მოსახლეობის ვაქცინით უზრუნველყოფა. 

რაც შეეხება მედიკოსებს, აქაც არის გამოყოფილი მეტად უფრო მოწყვლადი და რისკის შემცველი ჯგუფები.  შესაბამისად ვაქცინაცია დაიწყება სწორედ ამ პრინციპით. რველ რიგში აიცრებიან რეანიმატოლოგები, ემერჯენსისა და სასწრაფო დახმარების ექიმები, ხოლო შემდეგ სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ინფიცირებულ ადამიანებთან არიან შემხებლობაში, ან აქვთ გარკვეული რისკი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ დარწმუნებული ვარ საზოგადოების ყველა წევრი ითვალისწინებს რამდენად მნიშვნელოვანია  ვაქცინაცია, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში