აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამახვანში ჰესის აშენებას კვლავ აპროტესტებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცია მასშტაბური იქნება - დემონსტრანტებს მთელი საქართველოდან ელოდებიან. ისინი რიონის ხეობიდან კომპანია ენკას გასვლას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჰესის აშენება მთელ დასავლეთ საქართველოს შეუქმნის საფრთხეს.
ასევე 2 თებერვალს აქციის დაშლას და ჰესის ტერიტორიაზე მათ მიერ დამაგრებული ჯვრის დემონტაჟსაც აპროტესტებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო.