მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა

09 თებერვალი 2021, 11:47 903 ნახვა

ისრაელმა და საბერძნეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მათ ვაქცინირებულ მოქალაქეებს ფრენების განახლებისთანავე ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ცნობისათვის, ისრაელში, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 9 მილიონს შეადგენს, 3.5 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აცრილია. რაც შეეხება საბერძნეთს, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 11 მილიონია, ბოლო მონაცემებით, 360 000 მოქალაქეა აცრილი. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, დღეის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ  107 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უორლდმეთერსი აქვეყნებს. ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში