მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა

10 თებერვალი 2021, 11:44 738 ნახვა

გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. ჯანმო-ს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია.  გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.  ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე იყო ბრაზილია, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში