საბჭოთა დასახელებები ბათუმის ქუჩებში

15 თებერვალი 2021, 20:03 1525 ნახვა

რატომ ვერ დავივიწყეთ ქუჩების ძველი სახელწოდებები? 21-ე საუკუნის 21-ე წელს, ისევ მოისმენთ სტალინის, გორკის, ლენინის, მარქსის, ენგელსის, ტელმანის სახელით მოხსენიებულ ქუჩებს - ეს უბრალოდ ადამიანთა მეხსიერებაში დალექილი ინფორმაციაა, ახალი სახელწოდებების ცნობიერებაში დამკვიდრებას კი ალბათ თაობათა ცვლა დასჭირდება.

წლების განმავლობაში ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში