დაკავება მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე

15 თებერვალი 2021, 20:08 856 ნახვა

14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დაღუპულის დედა, მერი რომანაძე ყოფილი მამამთილის შემდეგ, არასრულწლოვნის ბიძების დაკავებასაც ითხოვს, მისი მტკიცებით გაუპატიურების შემდეგ არასრუწლოვანი ყოფილი მამამთილის ძმიშვილებმა სცემეს, ბაბუა კი ხშირად ძალადობდა.

დაღუპულზე ძალადობას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ, დაღუპული გოგონას ბაბუა.

სწორედ ბაბუამ ნახა პირველად დაღუპულის ცხედარი 9 თებერვალს, მეორე დღეს კი ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო.  თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო რამდენიმე დღის წინ 23 წლის კაცი დააკავეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

14 წლის ნინი და მისი უფროსი და-ძმა წლების განმავლობაში ბაბუასთან იზრდებოდნენ. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ, დედა კი თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში