საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

04 მარტი 2021, 10:50 790 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ  276 პაციენტი, გარდაიცვალა 12.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 10678 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5456, PCR ტესტით - 5222.

დადებითობის  დღიური მაჩვენებელია - 1,25%, ბოლო 14 დღის - 1,65%, ბოლო 7 დღის - 1,25%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

კარანტინის რეჟიმშია 316 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1426, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში