ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა - ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00 655 ნახვა

ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

„სასიხარულო ინფორმაცია - გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით.  ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში