პოლიციელზე თავდასხმისთვის 41 წლის კაცი დააკავეს

06 მარტი 2021, 18:01 265 ნახვა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ვანში 41 წლის კაცი დააკავეს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი თავის მოკვლას აპირებდა.

ადგილზე მისული სამართალდამცველების დანახვისთანავე კი სანადირო თოფით შეიარაღებულმა მოქალაქემ მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. უწყების ცნობით სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში