11 მარტს სოფელ ჯიხანჯურში საკარანტინე რეჟიმი მოიხსნება

08 მარტი 2021, 11:53 723 ნახვა

60 დღის შემდეგ საკარანტინო რეჟიმი ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში 11-მარტს მოიხსნება. სპეციალური ამკრძალავი რეგულაციები  9 აპრილამდე  წყავროკაში, ხოლო  18-აპრილამდე ცხრაფონაში ისევ შენარჩუნდება. მას შემდეგ, რაც ქობულეთის რამდენიმე სოფელში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა  აიკრძალა ხორც პროდუქტებისა და რძის ნაწარმის რეალიზაცია. სურსათის ეროვნული  სააგენტოს თანამშრომლებმა   სოფლებში  ასობით შინაურ ცხოველსა და მსხვილფეხა   პირუტყვს  ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ჩაუტარა. ცნობისთვის, ცოფის შემთხვევა პირველად 22  დეკემბერს სოფელ ჯიხანჯურში დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების წყაროდ  გარეული ცხოველი ტურა დასახელდა.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში