ოჯახის წევრების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

08 მარტი 2021, 11:53 267 ნახვა

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალს წაუყენებენ.  სამართალ დამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ოჯახის სამ წევრს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში