“1000 მშობლის” მარში

08 მარტი 2021, 11:54 664 ნახვა

„გამო, გამო - შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“- ამ ლოზუნგით დღეს მთელ ქვეყანაში „1 000 მშობლის მარში“ გაიმართება, რომელიც ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. ქალთა მოძრაობამ კამპანია ,,ნინის გამო“  სწორედ  არასრუწლოვნის გარდაცვალების შემდეგ დაგეგმა.სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ ბათუმის გარდა   თბილისში,  გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში, ლანჩხუთსა და ხარაგაულში გააპროტესტებენ. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დღეიდან  ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს.  აქცია, რომელიც 100-დღიანი კამპანიის  ნაწილია 17:00 საათზე დაიწყება.  თბილისში აქციის მომაწილეები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ, სადაც მიტინგს გამართავენ. თბილისში ვარდების მოედნიდან  მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობა იქნება, სადაც მიტინგი გაიმართება. ბათუმში კი მშობლები ვარდების სკვერში შეიკრიბებიან. ქობულეთში კი 9 აპრილის სკვერში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში