ქალთა საერთაშორისო დღე

08 მარტი 2021, 11:54 631 ნახვა

ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს 8 მარტი განათლების მინისტრმა მიულოცა. რომელსაც წელს 95 წელი შეუსრულდა. უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგია. მინისტრი ასევე ეწვია ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს ნელი სალაძეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში