საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

11 მარტი 2021, 14:09 950 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შაბათიდან საქართველოში ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით მოწოდების პერიოდმა ერთი კვირით გადმოიწია.

"დღევანდელი ბრიფინგი უნდა დავიწყო მადლობით, ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ ვინც ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქს პლატფორმას და მთავარ პარტნიორს უნისეფს, რომელიც ინტენსიურადაა ჩართული საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდებაში. მათი დახმარებით ჩვენ გვაქვს ის მიღწევა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში