ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია - ევროპის წამლის სააგენტო

18 მარტი 2021, 20:50 1440 ნახვა

ევროპის წამლის სააგენტომ "ასრტრაზენეკას" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და შედეგები საზოგადოებას საგანგებო პრესკონფერენციაზე გააცნო.

ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორის, ემერ კუკმის განცხადებით, კომიტეტმა დაადგინა, რომ თრომბის განვითარება ვაქცინის მიღებასთან არ არის დაკავშირებული.

''ჩვენმა ექსპერტთა კომიტეტმა „ასტრაზენეკათი“ აცრილთა შორის სისხლის თრომბის შემთხვევების შესწავლისას დაადგინა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მისი სარგებელი ხალხის „კოვიდ-19“-ისგან დაცვაში აღემატება შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბოემბოლიური მოვლენების ან სისხლის კოლტების საერთო რისკის ზრდასთან“, - განაცხადა ემერ კუკმა.

წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის მიღებამდე, მედიკოსებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ პაციენტის ალერგიული ფონი, რომ თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.

"მტკიცებულებაზე დაყრდნობით და ღრმა ანალიზის შემდეგ, რომელიც მოიცავდა კლინიკურ ანგარიშებისა და გაკვეთის დასკვნებს, ჩვენ საბოლოოდ მაინც ვერ გამოვრიცხავთ კავშირს ამ შემთხვევებსა და ვაქცინასაც შორის. ამის გამო, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა გაიზარდოს ცნობიერება ამ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით და დავრწმუნდეთ, რომ ისინი გაწერილია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ფურცელზე. ყურადღების გამახვილება ამ შესაძლო იშვიათ მდგომარეობაზე, მედიკოსებისა და ვაქცინირებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დაეხმარება დაფიქსირდეს და შემსუბუქდეს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი“, - განაცხადა ემერ კუკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში