მაშველებმა გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თოვლში მოქალაქის ცხედარი იპოვეს

19 მარტი 2021, 19:19 884 ნახვა

მაშველებმა გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავში მოყოლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და სამსახურის კინოლოგებთან ერთად, დაიწყეს საძიებო სამუშაოები. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში