რა შემთხვევაში შევა გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში?

27 მარტი 2021, 18:30 711 ნახვა

რა პოზიციებით შედის განახლებულ მოლაპარაკებებში ოპოზიცია - ამის შესახებ გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადება გაავრცელა. თუ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ისინი მზად არიან პარლამენტში შევიდნენ.

გაერთიანებული ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ფორმალურად შედეგის მიღწევის მიზნით საკვანძო საკითხებს „გადაუჭრელს ვერ დატოვებს".ისინი  განცხადებაში შარლ მიშელის ე.წ. ჩარჩო-შეთანხმების ყველა პუნქტს ეხმიანებიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში