რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

30 მარტი 2021, 10:54 734 ნახვა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. გამოძიება  ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. 

 

 

ფოტო: გივი კუჭავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში