იტალია ევროკავშირის ქვეყნების ტურისტებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს

31 მარტი 2021, 13:22 1058 ნახვა

იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემსვლელი ტურისტებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს.  მოგზაურები ასევე ვალდებული იქნებიან გაიარონ კორონავირუსის ტესტი ქვეყნიდან გასვლის წინ და კარანტინის პერიოდს შემდეგ. იტალიამ მსგავსი წესები უკვე შემოიღო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემსვლელი ტურისტებისთვის. ასევე გერმანიამ განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის კონტროლს უახლოესი 14 დღის განმავლობაში კიდევ უფრო ამკაცრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში