საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

02 აპრილი 2021, 10:57 993 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განვალობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 756 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში