ძალადობის ბრალდებით დაკავებული 6 სპორტსმენი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

17 აპრილი 2021, 12:25 2101 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 6-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა  აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა.

თავად ბრალდებულებმა და მათ მიერ დაქირავებულმა კერძო უფლებადამცველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ. მათი განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებაზე საუბრობენ.

დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა. ისინი იმერეთში აქტივისტების მხარდასაჭერად აჭარიდან ჩავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში