ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შსს-ს ორ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

23 აპრილი 2021, 15:05 619 ნახვა

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე კი  დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ჯარისკაცების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.  შსს ორი თანამშრომელი ორი დღის წინ დააკავეს. გამოძიების ვერსიით  წვემამდელ სამხედროებს დამამცირებლად და არაადამიანურად ექცეოდნენ. საუბარია ე.წ-ლი  იაღლუჯას ბაზაზე  მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში