ახალი საექსპოზიციო დარბაზი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

24 აპრილი 2021, 12:05 337 ნახვა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ქართველი ემიგრანტების პირადი ბიბლიოთეკები და სხვა მემორიალური ნივთები ერთიან სივრცეში განთავსდა.

ახალ საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს და გაეცნოს ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ისიდორე დოლიძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვა მოღვაწეობის ისტორიას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში