სასამართლომ ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ალბერტ არაქელოვი გაამართლა

25 აპრილი 2021, 12:59 8032 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ალბერტ არაქელოვი გაამართლა. სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო.

ბრალდებულს პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ადვოკატმა მტკიცებულების სახით ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ არაქელოვი ზებრაზე გადასვლისას პოლიციამ ძალიან მოკლე ხანში,  რამდენიმე წუთში დააკავა.

მოსამართლის განმარტებით, სახეზე სამართალდარღვევის ფორმა, პოლიციელზე დაუმორჩილებლობა არ გამოიკვეთა, რისი გათვალისწინებითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში