ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

28 აპრილი 2021, 12:04 698 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ტაიგ ეინულაევი, ხოლო, საქართველოს მხრიდან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში