ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება - თორნიკე რიჟვაძე

29 აპრილი 2021, 15:23 1236 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარე, დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, პროექტი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება.

"პროექტი ნიშნავს მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების შექმნას, ახალი მიზიდულობების შექმნას, ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა"- განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.

მისივე განმარტებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში