ბათუმის ''დინამომ'' გასვლაზე ''სამტრედია'' დაამარცხა

12 მაისი 2021, 18:24 1688 ნახვა

ბათუმის ''დინამომ'' ეროვნულ ლიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო. ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ბათუმელები სტუმრად ''სამტრედიას'' დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის 28-ე წუთზე გიორგი ფანცულაია სამტრედიელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა რა დროსაც შალვა ნადირაშვილმა წესების დარღვევით დინამოს შემტევი შეაჩერა და წითელი ბარათი დაიმსახურა. კაცნაკლულმა იმერლებმა გოლი 6 წუთში გაუშვეს. ზარიას დარტყმული ძელს მოხვდა, შეტევის გაგრძელების შემდეგ კი ლაშა შინდაგორიძემ ''დინამოს'' მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შინდაგორიძემ და ფანცულაიამ შეტევა წამოიწყეს. ლაშა შინდაგორიძის ტექნიკურ გადაცემაზე სამტრედიელთა მცველმა ითამაშა , თუმცა გიორგი ფანცულაიამ ბექა ქურთაძის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

13 შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 28 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის ''დინამო'' 16 მაისს საუთარ მოედანზე ''საბურთალოს'' წინააღმდეგ გამართავს.

მე-13 მატჩი ქობულეთის ''შუქურა'' ზესტაფონში ''ლოკომოტივთან 0-1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე თბილისელთა ლეგიონერმა ომარ იმრანმა გაიტანა.

შუქურა ამ დროისთვის 14 ქულით გათამაშებაში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს შაშიაშვილის გუნდი 16 მაისს გასვლაზე წყალტუბოს ''სამგურალთან'' გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში