ღაზის სექტორსა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 70-ს აჭარბებს

13 მაისი 2021, 12:31 1001 ნახვა

„ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაჯგუფების რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა და ღაზაში მდებარე კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ორშაბათიდან დღემდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზაში სულ მცირე 67 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი არის დაღუპული. ამასთან, გრძელდება ძალადობის ფაქტები ისრაელის ეთნიკურად შერეულ ტერიტორიებზე, სადაც ებრაელები და არაბები არიან დასახლებულები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოძალადეთა ჯგუფები თავს ესხმიან როგორც ებრაელებს, ასევე არაბებს. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ამ დრომდე 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში