სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინეს

02 ივნისი 2021, 09:55 721 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და  იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის პრიორიტეტულია.

„გიორგი გუგუჩია არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი, ამდენად მისთვის ცნობილია რეგიონის სპეციფიკა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თავის საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ იგი იქნება მრავალი კარგი პროექტის თანაავტორი და თანამონაწილე“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში