ლარი რეკორდული ტემპით მყარდება

03 ივნისი 2021, 19:44 1257 ნახვა

ლარი გამყარებას განაგრძობს რეკორდული ტემპით, დღეს ბლუმბერგის სავალუტო პლატფორმაზე (გრაფიკა 1) ვაჭრობა კურსით ერთი დოლარი 3 ლარი და 21 თეთრი დაიწყო და - ციცაბო დაღმავალი მრუდის სახით ხედავთ როგორ სწრაფად იხევდა უკან დოლარი - 3 ლარსა და 11 თეთრამდე. ...იმავე ბლუმბერგზე შეგვიძლია დოლარი-ლარის ურთიერთობა ერთთვიან ჭრილშიც ვნახოთ, და აქაც ასევე ციცაბო დაღმავალ მრუდს ვხედავთ, ბოლო 30 დღეში  ლარი დოლართან 3 და 46 დან მთელი 35 თეთრით გამყარდა. ...საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი დღეს ლარის ოფიციალურ კურსად 3.15 გამოაცხადა დოლართან მიმართებით. თუკი ლარის გამყარების ტრენდი შენარჩუნდა, ექსპერტთა შეფასებით 2-3 თვეში ეს ინფლაციასაც მოიყვანს კორელაციაში და სამომხმარებლო ფასებიც დაიწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში