ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე - ნათია თურნავა

07 ივნისი 2021, 12:51 1093 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან.

„ახალი ფრენები ანონსდება, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ Oman Air-ი, მნიშვნელოვანი არაბული სახელმწიფოს ავიაგადმზიდავი კომპანია შემოვა და დაიწყებს ფრენებს კვირაში რამდენიმე სიხშირით.

ასევე, ივლისიდან უკვე დაბალბიუჯეტიანი ევროპულ კომპანიის, ლუფტჰანზას შვილობილი კომპანია, დაიწყებს კვირაში რამდენიმე სიხშირით ფრენას თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით. ასევე, პერმანენტულად შემოგვდის მოთხოვნა სხვადასხვა მოქმედი ავიაკომპანიისგან სიხშირის გაზრდაზე. ეს მთლიანობაში ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რაც დაწყებულია და ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება და გაძლიერდება. ჩვენ გვექნება მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ მიმდინარეობას, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს და მეტად დავეხმაროთ ეკონომიკას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს და უფრო მეტად დაეხმარონ ეკონომიკას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში