თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

12 ივნისი 2021, 15:10 1063 ნახვა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ  თელავში 23 წლის ახალგაზრდა  დააკავა.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში რამდენიმე ადამიანს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე- 21 წლის ახალგაზრდა ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი  გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.ჩხუბის დროს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ბრალდებულმაც. იგი საავადმყოფოში მკურნალობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში