პუტინ-ბაიდენის ისტორიული შეხვედრა

17 ივნისი 2021, 19:53 887 ნახვა

ჟენევის მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები მიღწეული შეთანხმების შესრულებას შეუდგნენ. პირველი ნაბიჯი მოსკოვმა გადადგა. რუსეთის ელჩი, რომელიც კრემლმა ვაშინგტონიდან  მარტში   კონსულტაციებისთვის გამოიწვია, სამუშაო ადგილს მომავალ კვირას დაუბრუნდება. ახლა ანალოგიურ გადაწყვეტილებას თეთრი სახლისგან ელოდებიან, რომელმაც აპრილში გაწვეული  დიპლომატი ისევ მოსკოვში უნდა დააბრუნოს.  ორი ქვეყნის ელჩების თავიანთ დიპლომატიურ პოზიციებზე დაბრუნების საკითხი ბაიდენ-პუტინის  მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელშიც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კიდევ  რა თემებსა და პრობლემებზე იმსჯელეს პრეზიდენტებმა ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში