 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            კორონავირუსის "ვარიანტი "დელტა" იგივე "ინდური შტამი" მსოფლიოს 92 ქვეყანაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის უფრო გადამდებია და მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები დაცვის სოციალურ ზომებს უგულებელყოფენ-აღნიშნა მან.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ შტამზე კონტროლის დამყარებისთვის მეტი დრო, ასევე ვაქცინაციის კარგი ტემპია საჭირო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            