არქეოლოგიური გათხრები გონიოს ციხეზე

30 ივნისი 2021, 19:30 1045 ნახვა

გონიო-აფსაროსში არქეოლოგიური გათხრები დასრულდა. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობდა მონუმენტური ნაგებობისა და მასთან არსებული აბანოს ნაშთების შესწავლა. აქ წინა წლების მსგავსად წელსაც დაფიქსირდა იატაკის მოზაიკა. დადასტურდა რომაული პერიოდის სხვადასხვა ტიპის ბაზებიანი ნაგებობის  ნაშთები, ასევე რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის კულტურული ფენები. უფრო მეტს ექსპედიციის შედეგებზე რეპორტაჟში ნახავთ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში