წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევა - კამათი ბიუროს სხდომაზე

26 ივლისი 2021, 14:41 177 ნახვა

თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შესახებ   პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხატია დეკანოიძემ კითხვა დასვა და მინისტრის  მისამართით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე  საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ოპოზიციონერ დეპუტატს მამუკა მდინარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური აქტი იყო და თუ კი მიკროფონის წართმევა მისაკუთრებას ისახავდა მიზნად მაშინ ქურდობაში უნდა დასდონ ბრალი.

საქართველოს კულტურის მინისტრმა ზუგდიდში  „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტმა პოლიციაც გამოიძახა, თუმცა წულუკიანს  მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში