ძლიერი წვიმის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი დაიტბორა

27 ივლისი 2021, 13:50 13389 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ''ნული სართული'' დაიტბორა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „უპატრონო ბათუმის'' მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ შენობაში წყალი დგას.   

აჭარის მაუწყებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ძლიერი ნალექის გამო ე.წ. ნულ სართულზე წყალი შევიდა. 

''უხვი ნალექის გამო, მოხდა სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნულ სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) მოხდა სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას'' - აცხადებენ კლინიკაში. 

დღეს, დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმს. 

მთავარი ფოტო: FB-გვერდი „უპატრონო ბათუმი“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში