გთხოვთ აიცერით, ვაქცინაცია საუკეთესო გზაა დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან - კელი დეგნანი

28 ივლისი 2021, 11:15 758 ნახვა

ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. გთხოვთ, აიცერით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. 

„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში