ბათუმის " დინამომ" გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა

09 აგვისტო 2021, 20:28 1195 ნახვა

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის " დინამომ" ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა ბათუმურ გუნდთან 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფალავანდიშვილი ბოლო წლებია უცხოეთში თამაშობს. ბოლოს ის საბერძნეთში "ლამიას" შემადგენლობაში ასპარეზობა,სადაც 14 მატჩი მიიღო მონაწილეობა.

გუგა მანამდე ლატვიურ "ვენტსპილში", პოლონეთის "პოდბესკიძეში" და მოლდოვურ "დაჩიაში" თამაშობდა. 27 წლის ნახევარმცველს საქართველოში "ტორპედოს", "დილას", "გაგრას" და თბილისის " დინამოს" მეორე გუნდის შემადგენლობაში უთამაშია.

გუგა ფალავანდიშვილს ეროვნულ ნაკრებში 2015 წელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში