კორონავირუსის დადასტურების გამო კუპატაძე "დინამოს" ვერ დაეხმარება

11 აგვისტო 2021, 18:31 1418 ნახვა

საფეხბურთო კლუბ ბათუმის "დინამოს" მეკარეს ლაზარე კუპატაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმელთა მთავარი მეკარე ამ მიზეზის გამო "სივასპორთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კუპატაძემ 3 დღის წინ ეროვნული ლიგის შეხვედრაც გამოტოვა, სადაც "დინამო" "სამტრედიას" მასპინძლობდა.

სავარაუდოდ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ხვალინდელ შეხვედრაში ბათუმის "დინამოს" კარს გამოცდილი მეკარე მიხეილ ალავიძე დაიცავს.

ხვალ 12 აგვისტო "დინამო" განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე "სივასპორს" ესტუმრება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "დინამო" პირველ შემთხვევაში 1-2 დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში