ძარცვა სასაფლაოზე

12 აგვისტო 2021, 11:06 755 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასაფლაოები გაქურდეს. მძარცველებმა ლითონის კონსტრუქციები წაიღეს.

მოსახლეობა ჰყვება, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია,  მიზეზი კი ზედამხედველობის გარეშე მიტოვებული მუნიციპალური სასაფლაოა, რომელსაც არც ქუჩის განათება და არც დარაჯი ჰყავს. 

ტერიტორიის 4-ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ნაწილი კი დაურეგისტრირებელია.

სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის აიპ-ის შექმნა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, რომელიც ამ დრომდე არ შექმნილა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში