ბათუმის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ტუღუში გარდაიცვალა

18 აგვისტო 2021, 23:40 3373 ნახვა

ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს ბათუმის "დინამოს" აკადემიაში 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

ტუღუში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე ჰეთ-თრქი შეასრულა.

თემურ ტუღუშმა ბათუმის "დინამოს" მაისურით 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ტუღუში ბათუმის "დინამოს" გარდა სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში" და თელ ავივის "ბნეი იუდეაში" თამაშობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი