ზვიად ლაზიშვილი UFC-ის მებრძოლია

20 აგვისტო 2021, 20:17 2222 ნახვა

ზვიად ლაზიშვილი UFC-ის მებრძოლია. კიდევ ერთი ქართველი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში. ინფორმაციას NIGHT FIGHT GEORGIA UFC-ის გულშემატკივართა სარეიტინგო ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქობულეთელი მებრძოლი LFA-ს დაუმარცხებელი ჩემპიონია. ლაზიშვილის ანგარიშე 12 მოგება და 0 მარცხია. ზვიად ლაზიშვილი UFC-ში რიგით მე-7 ქართველი იქნება და მერაბ დვალიშვილის სუპერქვემსუბუქ დივიზიონში იასპარეზებს.

ქართველების სია UFC-ში ასე გამოიყურება: გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, ლიანა ჯოჯუა და ზვიად ლაზიშვილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში