მოკრივე ავთანდილ ხურციძე საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს

06 სექტემბერი 2021, 15:43 468 ნახვა

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ს ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. ინფორმაციას თავად სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

როგორც ხურციძე წერს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს და ეცდება სპორტული კარიერა გააგრძელოს.

"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია როგორიც გახლავართ მე, გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

დიდი მადლობა ამერიკას დროულად განთავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა ქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე"- წერს სპორტსმენი. 

ცნობილი მოკრივე 2017 წელს ბრუკლინში რეკეტისა და თაღლითობასთან დაკავშირებული საქმეების გამო დაიჭირეს და 10 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს.  

დაკავების გამო ქართველ პროფესიონალ მოკრივეს საშუალო წონაში WBO-ს მაშინდელ ჩემპიონთან ბილი ჯო სონდერსთან დაგეგმილი ბრძოლა ჩაეშალა.

ამჟამად ავთანდილ ხურციძე 42 წლის არის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში