მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს გაასაჩივრებს

20 სექტემბერი 2021, 15:31 211 ნახვა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. ამის შესახებ  ქარდავას ადვოკატმა ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. მალხაზ ვალიჯანაშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფს ამ წუთებში ხვდება.  უკრაინიდან ექსტრადირებული მსჯავრდებულის უფლებადამცველის  ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდნენ, თუ რა იქნება დაცვის მხარის სტრატეგია.   ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი