ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ ბრიფინგი გამართა სადაც აღნიშნა, რომ მერის მოადგილის მხრიდან პარტიის აქტივისტებზე განხორციელდა ზეწოლა, მიშა ბოლქვაძის თქმით, ისინი მივიდნენ გამგეობაში იმ მიზნით, მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებულები მერს შეხვედროდნენ, რასაც ფეისბუქ ლაივით აშუქებდნენ, რა დროსაც მერის მოადგილემ ტრანსლაციის გათიშვა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი აქტივისტს მობილური ტელეფონი წაართვა, მათივე თქმით ტელეფონი მერის მოადგილეს ნახევარი საათი არ დაუბრუნებია, მერის მოადგილე ადასტურებს ფაქტს, მაგრამ აცხადებს რომ ის შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და მათ დახმარებას დაჰპირდა, ხოლო ტელეფონის წართმევას იმით ხსნის, რომ მას არ სურდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრად.