ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები - პრემიერი

27 სექტემბერი 2021, 12:28 815 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში შემდეგი 3 წელი არ იქნება რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია.

''ჩვენ აბსოლუტურად, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით საზოგადოებას და არა მხოლოდ - ჩვენს პარტნიორებს, ყველას. ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი აღარ იყოს ქვეყანაში რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.

ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლესი სტანდარტით კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. რა თქმა უნდა ერთი ორი გამონაკლისი იყო დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო, რომ მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი.

მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში