საზაფხული თეატრის რეაბილიტაცია

07 ოქტომბერი 2021, 19:46 1389 ნახვა

ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც  ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა. ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი  ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში