ევროპის ფუტსალის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

18 ოქტომბერი 2021, 20:49 319 ნახვა

ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს. საქართველოს ჯგუფში ესპანეთის, აზერბაიჯანის და ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 19 იანვარს ნიდერლანდებში დაიწყება. მატჩებს ამსტერდამი და გრონინგენი უმასპინძლებს.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები პირველ შეხვედრას 22 იანვარს აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

26 იანვარს ბოსნია და ჰერცოგოვინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 29 იანვარს ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ნაკრები სამივე შეხვედრას გრონინგენში გამართავს. 

ფუტსალის ევრო 2022 ის 16 მონაწილე ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა და ორ-ორი საუკეთესო ასპარეზობა პლეი ოფში, 1/4-ფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში